ноября 24, 2008

ფორუმი: რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი: აგვისტოს მოვლენები

მოგესალმებით,გაცნობებთ, რომ ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევა მონაწილეობა მიიღოს ა.წ. 15-19 სექტემბერს დაგეგმილ ფორუმში, რომელსაც “აი-ეი-თი-ფი” პოგრამა უწევს ორგანიზებას. ფორუმის სახელწოდებაა: რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი: აგვისტოს მოვლენებიეს თემა გახსნილია რუსეთ-საქართველოს კონლფიქტზე, კერძოდ კი ა.წ. აგვისტოს მოვლენებზე სასაუბროდ. ფორუმის სტუმრები არიან: ბატონი თემურ იაკობაშვილი, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის სფეროში, ბატონი ირაკლი სესიაშვილი, დირექტორი ასოციაციისა “სამართალი და თავისუფლრება” და ქალბატონი თამარ ქალდანი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მოვალეობის შემსრულებელი. ფორუმზე შეკითხვები შეგიძლიათ განათავსოთ ნებისმიერ დროს, რომელზეც სტუმრები პასუხს გასცემენ პარასკევს, 19 სექტემბერს, 11:00 საათიდან.ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაუსვან შეკითხვები თ. იაკობაშვილსა და ი. სესიაშვილს, გაიგონ სახელმფიწოსა და დამოუკიდებელი ექსპერტის ხედვა ამ საკითხის მიმართ: რას ფიქრობენ ისინი მომხდარ მოვლენებზე, როგორია მათი სამომავლო ხედვა, არსებული კონფლიქტის მოგვარების რა შესაძლო გზებს ხედავს სახელმწიფო, როგორია იგივე საკითხზე დამოუკიდბელი ექსპერტის ხედვა, რა ღონისძიებებს გეგმავს სახელმწიფო დაზარალებულ პირთა დასახმარებლად და ა.შ.ასევე მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ თ. ქალდანისაგან შეიტყონ თუ რა სახის აქტივობების/პროექტების განცხორციელებას გეგმავს ღია საზოგადოება საქართველო იმისათვის, რომ დაეხმაროს იძულებით გადაადგილებულ პირებს, როგორ შეიძლება დახმარების მიღება და გაიგონ სხვა რომელი ორგანიზაციები ეწევიან იძულებით გადაადგილებლი პირების დახმარებას.იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ აღნიშნულ ფორუმში ეწვიეთ საიტს: http://forum.iatp.ge/index.php?showtopic=82 . მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია. გმადლობთ,

Комментариев нет: